აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, რეგიონული კავშირის გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობისა და მდგრადი გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობაზეც.

“მიმდინარე რთული გლობალური ლანდშაფტისა და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების ფონზე, შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად შავი ზღვის პორტების ან სახმელეთო მარშრუტების მეშვეობით. რაც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურას, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და სხვა”,- თქვა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგო კავშირების კუთხით. მან ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ფლაგმანი პროექტია რეგიონში.

“სამხრეთის გაზის დერეფნით, რომელიც ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო პოზიციონირებდა, როგორც სატრანზიტო ადა საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანსპორტირების სფეროში. კავშირების გაძლიერება და გაფართოება ცოცხალი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ ახალი პროექტების შემუშავებას. მათ შორის ყველაზე ამბიციურია დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც თავდაპირველად საქართველოსა და რუმინეთის TSO-ების მიერ იყო ინიცირებული, მსოფლიო ბანკთან ერთად. ამჟამად შავი ზღვის წყალქვეშა დენის კაბელი არის ფლაგმანი პროექტი რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებულობის გაძლიერებას. პროექტის მნიშვნელობა როგორც ევროპისთვის, ასევე კავკასიისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს: ის არა მხოლოდ მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას, მიწოდების რისკებს შეამცირებს ემსახურება, არამედ მას აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონში საინვესტიციო საჭიროებები გაცილებით დიდია, ვიდრე საჯარო სახსრების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თამაშობენ გადამწყვეტ როლს სტრატეგიული კავშირის პროექტების რეალიზაციის დაჩქარებაში. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის”,- თქვა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს აზიის განვითარების ბანკთან და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 4.5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციებია განხორციელებული.

“დღევანდელი ღონისძიებაც ხაზგასმით მნიშვნელოვანია საერთო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით პანდემიისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით გამოწვეული დიდი მაკროეკონომიკური ზემოქმედების მომსწრენი გავხდით, უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისებმა ახალი მიდგომები და ინოვაციური იდეები მოგვცა, რათა ხელახლა ფოკუსირება მოვახდინოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა დაჩქარებული რეგიონული ეკონომიკური განვითარების მიმართულებით”,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…